სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაბუკიანის საჯარო სკოლა
სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში ამავე სკოლის რუსული ენის მასწავლებლის ირინე ტყემალაძის ორგანიზებით ტარდება თავისუფალი გაკვეთილები, რომლის მიზანი მოსწავლეებისათვის ზოგადი განათლების დონის ამაღლებაა.
გაკვეთილების პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული: მოსწავლეები კითხულობენ სტატიებს, ინფორმაციას მოიძიებენ ინტერნეტის მეშვეობით, დაიხმარენ მასწავლებლის მიერ ბლოგზე თემის ბოლოს მითითებულ სასარგებლო ბმულებს, მსჯელობენ და ნახევარფინალისა და ფინალისათვის საინტერესო კითხვებს ადგენენ.
თავისუფალი გაკვეთილების თემები შერჩეულია საქართველოს და მსოფლიოს ისტორიიდან, არქეოლოგიიდან, ნუმიზმატიკიდან, მუსიკიდან, მხატვრობიდან, კოსმოლოგიიდან და კინოხელოვნებიდან.
აღნიშნული სასწავლო კურსის ფარგლებში მოსწავლეები აიმაღლებენ ზოგადი განათლების დონეს; ისწავლიან ინფორმაციის საშუალებების გამოყენებას, საჭირო ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავებისათვის.
პროექტი
|
რა? სად? როდის?
|
მიზანი
|
ინტელექტუალური თამაშის საშუალებით ხელი შეეწყოს მონაწილეების ზოგადი განათლების დონის ამაღლებას.
|
პროექტის განმხორციებელიპედაგოგი
|
ირინე ტყემალაძე
|
პროექტის კოორდინატორისელ-ფოსტა
|
tkemaladze111@gmail.com
|
მოსალოდნელი შედეგები
|
მოსწავლეები აიმაღლებენ ზოგადი განათლების დონეს; ისწავლიანინფორმაციის საშუალებების გამოყენებას, საჭირო ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავებისათვის.
|
მეთოდოლოგია
|
ინტერაქტიური, ინტეგრირებული, პრაქტიკული, ინდივიდუალური, წყვილური, ჯგუფური, პრეზენტაციის უნარების განვითარება, კეთებით სწავლება, თანამშრომლობით სწავლება, დისკუსია, ოპონირება, კითხვა.
|
კურსის მოკლე აღწერილობა
|
კურსის ფარგლებში მოსწავლეები შეარჩევენ სასურველ თემას, დაამუშავებენ მას და ინტელექტუალური თამაშების საშუალებით შეეჯიბრებიან ერთმანეთს.
|
სამიზნე ჯგუფი
|
VI-VII-VIII კლასის მოსწავლეები
|
კურსის ხანგრძლივობა (საათების ჯამური რაოდენობა)
|
20 სთ
|
პროექტში ჩართული მოსწავლეების ოდენობა
|
13 მოსწავლე: 13 - გოგო
|
აქტივობების საათობრივი გაწერა
|
1.კურსის შესავალი გუნდების ფორმირება. თემების შერჩევა, განაწილება;
2.ისტორია- საქართველოს ისტორიის დიდი მეფეები;
3.ნუმიზმატიკა- ქართული ფულის ისტორია. პრეზენტაცია და ;
4. ქართული ტრადიციული სამოსი;
5.ხელოვნება- ცნობილი ქანდაკებები და ფერწერული ტილოები;
6.საქართველოს დამპყრობლები;
7.გამოჩენილი კომპოზიტორები და მუსიკალური შედევრები;
8.ამინდის გამოცნობა ხალხური მეთოდებით და ორიენტაცია ბუნებაში;
9.ნახევარფინალი;
10.არქეოლოგია- რას მოგვითხრობენ არტეფაქტები. ექსკურსია კახეთში მარშრუტით: ჭაბუკიანი-გურჯაანის მუნიციპალიტეტის ისტორიული ძეგლები-ჭაბუკიანი;
11.სილამაზის ეტალონები სხვადასხვა ეპოქასა და კულტურაში;
12.ფილმების ჟანრები და კინოს ისტორია;
13.ვიკინგები, მათი კავშირი საქართველოსთან, ისტორია, მითოლოგია;
14.მედიცინისისტორია და პირველადი დახმარების აღმოჩენის მეთოდები;
15.მსოფლიოს შვიდი ძველი საოცრება;
16.მსოფლიოს შვიდი ახალი საოცრება
17.პატარა საქართველო ლევილში;
18.საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი ექვთიმე თაყაიშვილი;
19.შეხვედრა ფინალის წინ. ინსტრუქციების გაცნობა და განვლილი მასალის გამეორება კითხვა-პასუხის რეჟიმში;
20.ფინალი.
|
I - გაკვეთილის გეგმა
ჩატარების დრო: 2.05.2017 წ.
თემა: კურსის შესავალი გუნდების ფორმირება. თემების შერჩევა, განაწილება
მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან თავისუფალი გაკვეთილების მიზანებს, მოსალოდნელ შედეგებსა და სამოქმედო გეგმას. მათგან ფორმირდება გუნდები. დადგინდება შეხვედრის გრაფიკი.
გაკვეთილის მსვლელობა: მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის მიზანს- ინტელექტუალური თამაშის საშუალებით ხელი შეეწყოს მონაწილეების ზოგადი განათლების დონის ამაღლებას. ვესაუბრები მათ მოსალოდნელ შედეგებზე, რომ ისინი აიმაღლებენ ზოგადი განათლების დონეს; ისწავლიან ინფორმაციის საშუალებების გამოყენებას, საჭირო ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავებისათვის. მათ წარვუდგენ საათობრივად გაწერილი სამოქმედო გეგმას. მოხდება კურსის შესავალი გუნდების ფორმირება.
შედეგი: მოსწავლეები გაეცნენ თავისუფალი გაკვეთილების მიზანებს, მოსალოდნელ შედეგებსა და სამოქმედო გეგმას. მათგან მოხდა კურსის შესავალი გუნდების ფორმირება. სულ პროექტში ჩაერთოა 15 მოსწავლე: 13-გოგო და 2- ბიჭი. შევათანხმეთ შეხვედრის გრაფიკი (სამშაბათი და ხუთშაბათი).
II - გაკვეთილის გეგმა
ჩატარების დრო: 4.05.2017 წ.
თემა: ისტორია- საქართველოს ისტორიის დიდი მეფეები
მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან დიდი ქართველი მეფეების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ მასალას. განიმტკიცებენ ახალ და გაააქტიურებენ წინარე ცოდნას მსჯელობისა, ჯგუფური მუშაობის მეშვეობით.
გაკვეთილის მსვლელობა: მოსწავლეებს ,,გონებრივი იერიშის“ მეთოდით გავახსენებ საქართველოს ისტორიაში გამორჩეულ მეფეებსა და მათ რეფორმებს; გადავუნაწილებ თემებს, რომელზეც იმუშავებენ ჯგუფურად ,,ჯიგსოუს“ მეთოდით. აქტიური ლექციის მსვლელობისას მათ განუმტკიცდებათ ახალი და გაიაქტიურებენ წინარე ცოდნას მსჯელობის მეშვეობით. ინტერნეტში ჩართული კომპიუტერის მეშვეობით, მოიძიებენ, ამობეჭდავენ, განიხილავენ და პრეზენტაციის სახით ერთმანეთს გაუზიარებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას მათთვის დასამუშავებლად მიცემულ საკითხზე.
შედეგი: მოსწავლეები გაეცნენ დიდი ქართველი მეფეების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ მასალას. განუმტკიცდათ ახალი და გაიაქტიურეს წინარე ცოდნა მსჯელობის და ჯგუფური მუშაობის მეშვეობით.
სასარგებლო ბმულები: დიდი ქართველი მეფეები ქართველი მეფეები ფარნავაზი ფარსმან II მირიანი ვახტანგ გორგასალი დავით კურაპალატი დავით აღმაშენებელი თამარ მეფე დემეტრე თავდადებული ლუარსაბ მეორე გიორგი ბრწყინვალე სოლომონ I ერეკლე მეორე
III - გაკვეთილის გეგმა
ჩატარების დრო: 9.05.2017 წ.
თემა: ნუმიზმატიკა- ქართული ფულის ისტორია
მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ქართული ფულის ისტორიას. ნახავენ დღემდე შემორჩენილი მონეტებისა და ბანკნოტების ამსახველ ვიზუალურ მასალას. განიმტკიცებენ ახალ და გაააქტიურებენ წინარე ცოდნას მსჯელობის და ჯგუფური მუშაობის მეშვეობით.
გაკვეთილის მსვლელობა: მოსწავლეებს ,,გონებრივი იერიშის“ მეთოდით გავახსენებ, თუ რა იციან ქართული ფულის შესახებ; გადავუნაწილებ თემებს, რომელზეც იმუშავებენ ჯგუფურად ,,ჯიგსოუს“ მეთოდით.აქტიური ლექციის მსვლელობისას მათ განუმტკიცდებათ ახალი და გაიაქტიურებენ წინარე ცოდნას მსჯელობის მეშვეობით. ინტერნეტში ჩართული კომპიუტერის მეშვეობით, მოიძიებენ, ამობეჭდავენ, განიხილავენ და პრეზენტაციის სახით ერთმანეთს გაუზიარებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას მათთვის დასამუშავებლად მიცემულ საკითხზე.
ბოლოს ვისაუბრებთ სასწავლო კურსის ნახევარფინალებისა და ფინალის შეჯიბრის კითხვებსა და ნახავენ გამარჯვებულებისათვის გადასაცემ პრიზებს.
შედეგი: მოსწავლეები გაეცნენ ქართული ფულის ისტორიას. ნახეს დღემდე შემორჩენილი მონეტებისა და ბანკნოტების ამსახველი ვიზუალური მასალა. განიმტკიცეს ახალი და გაიაქტიურეს წინარე ცოდნა მსჯელობის და ჯგუფური მუშაობის მეშვეობით.
IV - გაკვეთილის გეგმა
ჩატარების დრო: 11.05.2017 წ.
თემა: ქართული ტრადიციული სამოსი
მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ქართული ტრადიციული სამოსის ისტორიას. ნახავენ ქართული ტრადიციული სამოსის ამსახველ ვიზუალურ მასალას. განიმტკიცებენ ახალ და გაააქტიურებენ წინარე ცოდნას მსჯელობის და ჯგუფური მუშაობის მეშვეობით.
გაკვეთილის მსვლელობა: მოსწავლეებს ,,გონებრივი იერიშის“ მეთოდით გავახსენებ, თუ რა იციან ქართული ტრადიციული სამოსის შესახებ; ისინი ნახავენ დოკუმენტურ ფილმს ქართული ეროვნული სამოსის შესახებ. აქტიური ლექციის მსვლელობისას მათ განუმტკიცდებათ ახალი და გაიაქტიურებენ წინარე ცოდნას მსჯელობის მეშვეობით. გადავუნაწილებ თემებს, რომელზეც იმუშავებენ ჯგუფურად ,,ჯიგსოუს“ მეთოდით. ინტერნეტში ჩართული კომპიუტერის მეშვეობით, მოიძიებენ, ამობეჭდავენ, განიხილავენ და პრეზენტაციის სახით ერთმანეთს გაუზიარებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას მათთვის დასამუშავებლად მიცემულ საკითხზე.
შედეგი: მოსწავლეები გაეცნენ ქართული ტრადიციული სამოსის ისტორიას. ნახეს ქართული ტრადიციული სამოსის ამსახველი ვიზუალური მასალა. განიმტკიცეს ახალი და გაააქტიურეს წინარე ცოდნა მსჯელობის და ჯგუფური მუშაობის მეშვეობით.
სასარგებლო ბმულები: ქართული ეროვნული სამოსის ისტორია და გავრცელება ქართული ნაციონალური სამოსი ჩოხა ეროვნული სამოსის დღე – გაცოცხლებული ისტორია კულტურის პოპულარიზაციისთვის ქართული ეროვნული სამოსი ქართული სამოსი
V - გაკვეთილის გეგმა
ჩატარების დრო: 16.05.2017 წ.
თემა: ხელოვნება- ცნობილი ქანდაკებები და ფერწერული ტილოები
მიზანი:
მოსწავლეები გაეცნობიან ცნობილი ქანდაკებების და ფერწერული ტილოების ისტორიას. ნახავენ მათ ამსახველ ვიზუალურ მასალას. განიმტკიცებენ ახალ და გაააქტიურებენ წინარე ცოდნას მსჯელობის და ჯგუფური მუშაობის მეშვეობით.
გაკვეთილის მსვლელობა: მოსწავლეებს ,,გონებრივი იერიშის“ მეთოდით გავახსენებ, თუ რა იციან ცნობილი ქანდაკებებისა და ფერწერული ტილოებისა და მათი ავტორების შესახებ; ისინი ნახავენ დოკუმენტურ ფილმს ცნობილი ხელოვნების ნიმუშების შესახებ. აქტიური ლექციის მსვლელობისას მათ განუმტკიცდებათ ახალი და გაიაქტიურებენ წინარე ცოდნას მსჯელობის მეშვეობით. ინტერნეტში ჩართული კომპიუტერის მეშვეობით, მოიძიებენ, ამობეჭდავენ, განიხილავენ და ზეპირი პრეზენტაციის სახით ერთმანეთს გაუზიარებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას მათთვის დასამუშავებლად მიცემულ საკითხზე.
შედეგი: მოსწავლეები გაეცნენ ქანდაკებების და ფერწერული ტილოების ისტორიას. ნახეს მათი ამსახველი ვიზუალური მასალა. განიმტკიცეს ახალი და გაააქტიურეს წინარე ცოდნა მსჯელობის და ჯგუფური მუშაობის მეშვეობით.
სასარგებლო ბმულები: ცნობილი ქანდაკებები ქანდაკებები,რომლებიც უნდა ნახოთ ქანდაკებები და ძეგლები ტოპ-10 მსოფლიოს ყველაზე დიდებული ქანდაკება 15 ყველაზე უცნაური ქანდაკება მთელი მსოფლიოდან მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი ქანდაკებები მერაბ ბერძენიშვილის 5 ყველაზე ცნობილი ქანდაკება გიგანტური ქანდაკებები მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნახატები მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მხატვრები ყველა დროის, ყველაზე ცნობილი და ძვირადღირებული ნახატები დიდი მხატვრები მსოფლიო მხატვრობა ყველაზე ცნობილი მხატვრები თანამედროვე ქართველი მხატვრები ქართველი მხატვრები და მათი შედევრები 35 ცნობილი ნახატი
VI - გაკვეთილის გეგმა
თემა: საქართველოს დამპყრობლები
მიზანი:
მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს დამპყრობლები ისტორიას. რუკაზე ნახავენ მათი შემოსევის არეალს. მოისმენენ და წაიკითხავენ ძველი დამპყრობელი იმპერიების სხვა სახელის მქონე მემკვიდრე ქვეყნების მოკლე აღწერას. იმსჯელებენ დამპყრობელზე, როგორც თავისი ქვეყნისათვის გმირ და საქართველოსთვის ზიანის მომტან პიროვნებაზე. განიმტკიცებენ ახალ და გაააქტიურებენ წინარე ცოდნას მსჯელობის და ჯგუფური მუშაობის მეშვეობით.
გაკვეთილის მსვლელობა: მოსწავლეებს ,,გონებრივი იერიშის“ მეთოდით გავახსენებ, თუ რა იციან ცნობილი შემოსევებისა და დამპყრობლების შესახებ; ისინი ნახავენ მათი მოქმედების არეალსა და ისტორიის მიერ შემონახულ პორტრეტებს. აქტიური ლექციის მსვლელობისას მათ განუმტკიცდებათ ახალი და გაიაქტიურებენ წინარე ცოდნას მსჯელობის მეშვეობით. ინტერნეტში ჩართული კომპიუტერის მეშვეობით, მოიძიებენ, ამობეჭდავენ, განიხილავენ და ზეპირი პრეზენტაციის სახით ერთმანეთს გაუზიარებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას მათთვის დასამუშავებლად მიცემულ საკითხზე.
შედეგი: მოსწავლეები გაეცნენ საქართველოს დამპყრობლების ისტორიას. რუკაზე ნახეს მათი შემოსევის არეალი. მოისმინეს და წაიკითხეს ძველი დამპყრობელი იმპერიების სხვა სახელის მქონე მემკვიდრე ქვეყნების მოკლე აღწერა. იმსჯელეს დამპყრობელზე, როგორც თავისი ქვეყნისათვის გმირ და საქართველოსთვის ზიანის მომტან პიროვნებაზე. განიმტკიცეს ახალი და გაააქტიურეს წინარე ცოდნა მსჯელობის და ჯგუფური მუშაობის მეშვეობით.
სასარგებლო ბმულები: თემურლენგი თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში მონღოლთა ბატონობა საქართველოში საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები მურვან ყრუს შემოსევა საქართველოში შაჰ აბასის ლაშქრობები საქართველოში არაბობა საქართველოში
VII - გაკვეთილის გეგმა
ჩატარების დრო: 29.05.2017 წ.
თემა: გამოჩენილი კომპოზიტორები და მუსიკალური შედევრები
მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ცნობილი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორებისა და მუსიკოსების მოკლე ბიოგრაფიებს, მოისმენენ მათ ცნობილ ნაწარმოებებს. განიმტკიცებენ ახალ და გაააქტიურებენ წინარე ცოდნას მსჯელობის და ჯგუფური მუშაობის მეშვეობით.
გაკვეთილის მსვლელობა: მოსწავლეებს ,,გონებრივი იერიშის“ მეთოდით გავახსენებ, თუ რა იციან ცნობილი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორებისა და მუსიკოსების შესახებ; ისინი ჯგუფური მუშაობისას ინტერნეტში ჩართული კომპიუტერის მეშვეობით, მოიძიებენ, განიხილავენ და ზეპირი პრეზენტაციის სახით ერთმანეთს გაუზიარებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას მათთვის დასამუშავებლად მიცემულ საკითხზე. მოისმენენ ცნობილ მუსიკალურ ნაწარმოებებს.
შედეგი: მოსწავლეები გაეცნენ ქართველი და უცხოელი კომპოზიტორებისა და მუსიკოსების მოკლე ბიოგრაფიებს, მოისმინეს მათი ცნობილი ნაწარმოებები. განიმტკიცეს ახალი და გაააქტიურეს წინარე ცოდნა მსჯელობისა და ჯგუფური მუშაობის მეშვეობით.
VIII - გაკვეთილის გეგმა
ჩატარების დრო: 3.06.2017 წ.
თემა: ამინდის გამოცნობა ხალხური მეთოდებით და ორიენტაცია ბუნებაში
მიზანი: მოსწავლეები გაეცნობიან ამინდის გამოცნობის ხალხური მეთოდებსა და შეისწავლიან როგორ მოახერხონ ორიენტაცია ბუნებაში სხვადასხვა პირობებში. განიმტკიცებენ ახალ და გაააქტიურებენ წინარე ცოდნას მსჯელობის და ჯგუფური მუშაობის მეშვეობით.
გაკვეთილის მსვლელობა: მოსწავლეებს ,,გონებრივი იერიშის“ მეთოდით გავახსენებ, თუ რა იციან ამინდის გამოცნობის ხალხური მეთოდებისა და სხვადასხვა პირობებში ბუნებაში ორიენტაციის შესახებ; ისინი ჯგუფური მუშაობისას ინტერნეტში ჩართული კომპიუტერის მეშვეობით, მოიძიებენ, ამობეჭდავენ, განიხილავენ და ზეპირი პრეზენტაციის სახით ერთმანეთს გაუზიარებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას მათთვის დასამუშავებლად მიცემულ საკითხზე. განვლილი თავისუფალი გაკვეთილების თემატიკაზე დაყრდნობით შეარჩევენ მნიშვნელოვან კითხვებს ნახევარფინალის კონკურსისათვის და შექმნიან კედლის გაზეთს.
შედეგი: მოსწავლეები გაეცნენ ამინდის გამოცნობის ხალხურ მეთოდებსა და შეისწავლეს, თუ როგორ უნდა მოახერხონ ორიენტაცია ბუნებაში სხვადასხვა პირობებში. განიმტკიცეს ახალი და გაიაქტიურეს წინარე ცოდნა მსჯელობის და ჯგუფური მუშაობის მეშვეობით.
სასარგებლო ბმულები: ამინდის პროგნოზი ბუნებრივი ნიშნებით ამინდის ამოცნობა ამინდის მართვის რიტუალები კავკასიურ მითოლოგიაში უსაფრთხოება ბუნებაში მოგზაურობისას გზის გაგნება და ლაშქრობა კომპასის გარეშე გაეცანით სრულად ბუნება და ადამიანი ჰორიზონტი და მისი მხარეეები გადარჩენის ხელოვნება თავის გადარჩენა ველური ბუნების პირობებში
IX - გაკვეთილის გეგმა
ჩატარების დრო: 13.06.2017 წ.
თემა: ნახევარფინალი
მიზანი: მოსწავლეები გაიხსენებენ და გამოავლენენ თავისუფალი გაკვეთილების განმავლობაში შეძენილ ცოდნას. პირველ ადგილზე გასული მოსწავლე დაჯილდოვდება წიგნითა და სერთიფიკატით, მესამე და მეოთხე ადგილზე გასული მონაწილეები კი მიიღებენ აღნიშნული კატეგორიის სერთიფიკატს.
გაკვეთილის მსვლელობა: კლასის ორგანიზების შემდეგ დარიგდება ტესტები, სადაც შესულია მასალა განვლილ თავისუფალ გაკვეთილებზე განვლილი და შესწავლილი თემებიდან. ნაშრომების შეფასებას მოახდენს დამკვირვებელი სწორი პასუხების რაოდენობისა და ნამუშევრის ჩაბარების დროის მიხედვით. დასკვნით ნაწილში მოხდება გამარჯვებულების დაჯილდოვება.
შედეგი: მოსწავლეებმა გაიხსენეს და გამოავლინეს თავისუფალი გაკვეთილების განმავლობაში შეძენილი ცოდნა. პირველ ადგილზე გასული მოსწავლე მარიამ მაისაშვილი (69 ქულა) პრიზად გადაეცა კონსტანტინე გამსახურდიას ,,დიდოსტატის მარჯვენა" და პირველი ადგილის დამადასტურებელი სერთიფიკატი; მესამე და მეოთხე ადგილზე გასული მონაწილეები: ნინო პეტრიაშვილი (68 ქულა) და ანა ბუზალაძე (65 ქულა) კი - აღნიშნული კატეგორიის სერთიფიკატებით.
X გაკვეთილის გეგმა
ჩატარების დრო: 17.06.2017 წ.
თემა: არქეოლოგია- რას მოგვითხრობენ არტეფაქტები. ექსკურსია კახეთში მარშრუტით: ჭაბუკიანი-გურჯაანის მუნიციპალიტეტის ისტორიული ძეგლები-ჭაბუკიანი
მიზანი: მოსწავლეები მინი ლექციისა და მსჯელობის მეშვეობით გაიაზრებენ არქეოლოგიისა და არტეფაქტების მნიშვნელობას ისტორიაში. მოინახულებენ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ისტორიულ და მნიშვნელოვან ადგილებს და გაეცნობიან მათ ისტორიას.
გაკვეთილის მსვლელობა: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული თავისუფალი გაკვეთილების ინტელექტუალურ - შემეცნებითი პროექტის - რა? სად? როდის? ფარგლებში მასწავლებელს დაგეგმილი ჰქონდა სასწავლო ხასიათის ექსკურსია. მისი მიზანი იყო, მოსწავლეებში საქართველოს ისტორიისა და ხელოვნების მიმართ დამოკიდებულების ჩამოყალიბება, საქართველოში მდებარე ისტორიული ძეგლების მონახულება და მათი ისტორიის უკეთ გაცნობა, ასევე მოსწავლეებს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა. მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნო ინფორმაცია არქეოლოგიის, როგორც ისტორიისათვის დიდი მნიშვნელობის დარგისა და არტეფაქტების მეშვეობით მოპოვებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის შესახებ. მოსწავლეებმა წაიკითხეს წინასწარ მოძიებული ინფორმაცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის ისტორიული ძეგლების შესახებ. ექსკურსიის დროს მოსწავლეებმა მოინახულეს შემდეგი ადგილები: იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, გურჯაანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, ვეჯინის "ცხრასაყდრების" კომპლექსი, დედათა მონასტერი, მამათა მონასტერი, ციხე-კოშკი, ამაღლების სამონასტრო კომპლექსი და ყველაწმინდის ეკლესია, ღვთისმშობელი, ყველაწმინდა (XVII), ვეჯინის "მოციქული", აბაშიძეების კოშკი, გვირაბი, კვირაცხოვლის ეკლესია, ნაგებობები, ნათლისმცემლის ეკლესია, ნამოსახლარი (12013 სს.), პეტრე-პავლე მოციქულების ეკლესია, ფურცელაძეების ეკლესიაციხე -კომპლექსი, წმ.გიორგის ეკლესია, წმ.ნინოს ეკლესია, წმ.სტეფანეს ეკლესია, ჯანიანთ საყდარი, ტალახით სამკურნალო კურორტი ,,ახტალა" და ,,გურჯაანის ნაყინის" საწარმო, სადაც დააკვირდნენ ნაყინის წარმოების პროცესს.
შედეგი: მოსწავლეებმა მინი ლექციისა და მსჯელობის შემდეგ გაიაზრეს არქეოლოგიისა და არტეფაქტების მნიშვნელობა ისტორიისათვის. მოინახულეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ისტორიული და ცნობილი ადგილები და ადგილზე გაეცვნენ მათ ისტორიას.
II ეტაპი
XI - გაკვეთილის გეგმა
ჩატარების დრო: 18.09.2017 წ.
თემა: სილამაზის ეტალონები სხვადასხვა ეპოქასა და კულტურაში
გაკვეთილის მსვლელობა: მასწავლებელმა მოსწავლეებს მინი ლექციის, ფოტო და ვიდეო მასალის მეშვეობით აუხსნა, თუ როგორ იცვლებოდა სილამაზის პარამეტრები სხვადასხვა
ეპოქასა და კულტურაში. ინფორმაციის მიღების შემდეგ, მოსწავლეებმა იმსჯელეს, სილამაზის შესახებ მათ თანამედროვე გავრცელებული სტერეოტიპების შესახებ და პარალელები გაავლეს წარსულთან; აღმოაჩინეს მსგავსებები და განსხვავებები.
XII - გაკვეთილის გეგმა
ჩატარების დრო: 25.09.2017 წ.
თემა: ფილმების ჟანრები და კინოს ისტორია
გაკვეთილის მსვლელობა: მასწავლებელმა მოსწავლეებს მინი ლექციის მეშვეობით მიაწოდა ინფორმაცია კინოს ისტორიის შესახებ და დაურიგა წინასწარ მომზადებული საკითხავი მასალა. მოსწავლეებმა ინტერნეტით ჯგუფური მუშაობით მოიძიეს პირველი კინოსურათის ვიდეო კადრები და იმსჯელეს, პირველი ტელემაყურებლების რეაქციაზე. მათ ნახეს მუნჯი კინოს ცნობილი მსახიობების მოკლე ვიდეოები. მასწავლებელმა მათთან ერთად განიხილა ქართული კინოს ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები. დასკვნითი ნაწილი დაეთმო ცნობილი ქართველი მსახიობების მოკლე ბიოგრაფიებსა და ცნობილ როლებს.
სასარგებლო ბმულები: კინემატოგრაფიული ჟანრები კინოს ისტორია კინოს დაბადება და პირველი კინო კინოს წარმოშობა კინოს წარმოშობა კინემატოგრაფიის ისტორია ქართული კინო ქართული კინოს ისტორია
XIII - გაკვეთილის გეგმა
ჩატარების დრო: 29.09.2017 წ.
თემა: ვიკინგები, მათი კავშირი საქართველოსთან, ისტორია, მითოლოგია
გაკვეთილის მსვლელობა: მასწავლებელმა გონებრივი იერიშის მეთოდით თავი მოუყარა მოსწავლეების ცოდნას ვიკინგების შესახებ. შემდეგ მოსწავლეებს უჩვენა ენციკლოპედია ვიკინგების ცხოვრების შესახებ და დაურიგა წინასწარ მომზადებული საკითხავი მასალა;წაიკითხეს, მსჯელობით შეაჯერეს ძველი და განიმტკიცეს ახალი ცოდნა და საქართველოს რუკაზე, ამ გაკვეთილზე მოწვეული ისტორიის მასწავლებლის დახმარებით, მოხაზეს მათი საქართველოში შემოსვლის და მოძრაობის მარშრუტი.
სასარგებლო ბმულები: ვიკინგები ვიკინგები — დამპყრობლები და კოლონიზატორები ვიკინგები ლიპარიტ ბაღვაშის პოლიტიკური პერფომანსი ვიკინგებისთვის ვიკინგები და საქართველო პრეზენტაცია საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოში ვიკინგების მოგზაურობის შესახებ ფილმს იღებს
სასარგებლო ბმულები: ვიკინგები ვიკინგები — დამპყრობლები და კოლონიზატორები ვიკინგები ლიპარიტ ბაღვაშის პოლიტიკური პერფომანსი ვიკინგებისთვის ვიკინგები და საქართველო პრეზენტაცია საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოში ვიკინგების მოგზაურობის შესახებ ფილმს იღებს
ჩატარების დრო: 2.10.2017 წ.
თემა: მედიცინის ისტორია და პირველადი დახმარების აღმოჩენის მეთოდები
გაკვეთილის მსვლელობა: მასწავლებელმა გონებრივი იერიშის მეთოდით თავი მოუყარა მოსწავლეების ცოდნას კოლხი მეფის აიეტის ასულის მედეას შესახებ. მოსწავლეებმა გაიხსენეს არგონავტების მითი. მასწავლებელმა დაარიგა წინასწარ მომზადებული საკითხავი მასალა. მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად და მოამზადეს ზეპირი პრეზენტაციები შემდეგ საკითხებზე: ,,ჰიპოკრატეს ფიცი", ,,მედეა და მედიცინა", ,,მედიცინის დარგები".
სასარგებლო ბმულები: მსოფლიო მედიცინის ისტორია მედიცინის ისტორია მედიცინა ჰიპოკრატეს ფიცი მედეა (მითოლოგია) მედეა და მედიცინა მედეადან მითრიდატემდე კოლხი მედეა
XV - გაკვეთილის გეგმა
თემა: მსოფლიოს შვიდი ძველი საოცრება
გაკვეთილის მსვლელობა: მასწავლებელმა გონებრივი იერიშის მეთოდით თავი მოუყარა მოსწავლეების ცოდნას ისტორიიდან მსოფლიოს შვიდი საოცრების შესახებ და დაურიგა მათ წინასწარ მომზადებული საკითხავი მასალა ფოტოებით. მოსწავლეებმა მოიძიეს ვიდეო და ფოტო-მასალა ინტერნეტის მეშვეობით, ჯგუფური მუშაობის შედეგად. მათ ერთმანეთს გააცნეს მოძიებული ობიექტების ისტორია.
სასარგებლო ბმულები: მსოფლიოს_შვიდი_საოცრება მსოფლიოს 7 საოცრება (ძველი) ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრება მსოფლიოს შვიდი საოცრება და საინტერესო დეტალები მათ შესახებ!
სასარგებლო ბმულები: მსოფლიოს_შვიდი_საოცრება მსოფლიოს 7 საოცრება (ძველი) ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრება მსოფლიოს შვიდი საოცრება და საინტერესო დეტალები მათ შესახებ!
XVI - გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის მსვლელობა: მასწავლებელმა გონებრივი იერიშის მეთოდით თავი მოუყარა მოსწავლეების ცოდნას ისტორიიდან მსოფლიოს შვიდი ახალი საოცრების შესახებ და დაურიგა მათ წინასწარ მომზადებული საკითხავი მასალა ფოტოებით. მოსწავლეებმა მოიძიეს ვიდეო და ფოტო-მასალა ინტერნეტის მეშვეობით, ჯგუფური მუშაობის შედეგად. მათ ერთმანეთს გააცნეს მოძიებული ობიექტების ისტორია. იმსჯელეს ახალი საოცრებების სიაში შეტანილი ობიექტებზე, გამოთქვეს მოსაზრებები ალტერნატიული სიის შექმნის შესახებ და დაასახელეს მათი აზრით მასში შესატანი სხვა შენობები და ქანდაკებები.
სასარგებლო ბმულები: მსოფლიოს ახალი 7 საოცრება თანამედროვე მსოფლიოს შვიდი საოცრება შვიდი “ახალი” საოცრება მსოფლიოში თანამედროვე მსოფლიოს შვიდი საოცრება მსოფლიოს ახალი შვიდი საოცრება!
XVII - გაკვეთილის გეგმა
ჩატარების დრო: 23.10.2017 წ.
თემა: პატარა საქართველო ლევილში
გაკვეთილის მსვლელობა: მასწავლებელმა გონებრივი იერიშის მეთოდით თავი მოუყარა მოსწავლეების ცოდნას ისტორიიდან საქართველოს საფრანგეთში დევნილად წასული მთავრობის შესახებ და დაურიგა მათ წინასწარ მომზადებული საკითხავი მასალა ფოტოებით. მოსწავლეებმა იმსჯელეს ამ ეპოქის საქართველოში პოლიტიკურ ვითარების შესახებ, გამოკვეთეს მთავარი მოქმედი პირები და ჯგუფური მუშაობის შედეგად მოიძიეს ინფორმაცია მათი საქმიანობისა და საქართველოდან წასვლის შემდგომი მოღვაწეობის შესახებ. მოძიებული ინფორმაცია გაუზიარეს ერთმანეთს. შემდეგ ნახეს დოკუმენტური ფილმი ლევილის შესახებ და მათ მიერ ინტერნეტში მოძიებული ვიდეო და ფოტო მასალით გაეცნენ ლევილის და ემიგრაციაში წასული ქართული მთავრობის წევრების შთამომავლების ამჟამინდელ მდგომარეობას.
სასარგებლო ბმულები: საფრანგეთში მცხოვრებმა ქართველებმა 1924 წლის აგვისტოს აჯანყება მოიგონეს ლევილი ფოტო ისტორია: ქართველი ემიგრანტები ლევილში გახსოვდეთ, საფრანგეთში ,,პატარა საქართველო“ ნოე ჟორდანია ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი როგორ შეარჩია საქართველოს დევნილმა მთავრობამ ლევილი
XVIII - გაკვეთილის გეგმა
ჩატარების დრო: 31.10.2017 წ.
თემა: საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი ექვთიმე თაყაიშვილი
გაკვეთილის მსვლელობა: მასწავლებელმა გონებრივი იერიშის მეთოდით თავი მოუყარა მოსწავლეების ცოდნას ისტორიიდან ექვთიმე თაყაიშვილის სამშობლოს წინაშე დამსახურების შესახებ და დაურიგა მათ წინასწარ მომზადებული საკითხავი მასალა ფოტოებით. მოსწავლეებმა ნახეს დოკუმენტური ფილმი ექვთიმეს ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. დასასრულს მათ შეაჯერეს ძველი და ახალი ცოდნა და იმსჯელეს, როგორ მოიქცეოდნენ მის ადგილზე; შეძლებდნენ თუ არა მის მსგავსად ამდენი სირთულის გადალახვას და სამშობლოს საგანძურის ხელუხლებლად შენარჩუნებას.
სასარგებლო ბმულები: ფილმი საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი (ექვთიმე თაყაიშვილი )1985 ფილმი საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფია ექვთიმე თაყაიშვილი – ქართული საგანძურის თავდადებული მცველი ექვთიმე თაყაიშვილი წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი) მამულისა და რწმენის სადარაჯოზე
XIX- გაკვეთილის გეგმა
ჩატარების დრო: 6.11.2017 წ.
თემა: შეხვედრა ფინალის წინ. ინსტრუქციების გაცნობა და განვლილი მასალის გამეორება კითხვა-პასუხის რეჟიმში
გაკვეთილის მსვლელობა: მასწავლებელმა გონებრივი იერიშის მეთოდით თავი მოუყარა მოსწავლეების ცოდნას ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტის მეორე ეტაპის განმავლობაში შესწავლილი თემების შესახებ. მათ გამოყეს მნიშვნელოვანი საკითხები და კითხვა-პასუხის რეჟიმში გადაამოწმეს თავიანთი ცოდნა. ჩაერთო ყველა მოსწავლე. დასასრულს მათ გაიხსენეს მათთვის ყველაზე საინტერესო და დასამახსოვრებელი თემები.
სასარგებლო ბმული: ინტელექტუალურ-შემეცნებითი თავისუფალი გაკვეთილების II ეტაპის საკითხავი მასალა
სასარგებლო ბმული: ინტელექტუალურ-შემეცნებითი თავისუფალი გაკვეთილების II ეტაპის საკითხავი მასალა
XX- გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის მსვლელობა: მასწავლებელმა მოსწავლეებს გააცნო ტესტზე მუშაობის ინსტრუქცია და დაარიგა ტესტები. მოსწავლეებს აკვირდებოდნე დამკვირვებლები. მუშაობა მიმდინარეობდა მშვიდ რეჟიმში. ცოდნა შემოწმდა ინტელექტუალურ-შემეცნებითი პროექტის II ეტაპზე შესწავლილი თემების ცოდნა შემოსახაზი ტესტებით.გამოვლინდა სამი გამარჯვებული: I ადგილზე გავიდა ნინო ხახიშვილი,
II ადგილზე-მარიამ ვარძელაშვილი და III ადგილზე თამარ ჩალაძე. გამარჯვებულებს გადაეცათ სერთიფიკატები და პრიზები.
I ადგილზე გასულ კონკურსანტს გადაეცა შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი", II ადგილზე გასულს - მარკ ტვენის ,,უფლისწული და მათხოვარი", III ადგილზე გასულს კი - ,,საქართველოს ისტორია". ნამუშევრების გასწორების შემდეგ გამჭვირვალობისათვის ნამუშევრები ქულებით, მონიტორინგის მიზნით, დაურიგდა ყველა კონკურსანტს.
II ადგილზე-მარიამ ვარძელაშვილი და III ადგილზე თამარ ჩალაძე. გამარჯვებულებს გადაეცათ სერთიფიკატები და პრიზები.













